Monday, 31 March 2014

წელიწადის დროები (გაზაფხულიზაფხულიშემოდგომაზამთარი) — წელიწადის პერიოდები, რომლებიც დადგენილია ცის თაღზე მზისხილული მოძრაობისა და ბუნებაში სეზონური ცვლილებების მიხედვით. წელიწადის დროების ცვლას განაპირობებს ის, რომ დედამიწისბრუნვის ღერძი, რომელიც 66° 33′ კუთხითაა დახრილი დედამიწის ორბიტის სიბრტყისადმი, სივრცეში თავისი თავისადმი თითქმის მკაცრად პარალელურად გადადგილდება მზის გარშემო დედამიწის ორბიტული მორაობისას. ამიტომ იგი წლის განმავლობაში მზისკენ გადახრილია ხან ერთი, ხან მეორე ბოლოთი. შესაბამისად, მზე უკეთესად ათბობს დედამიწის ხან ჩრდილოეთ, ხან კი სამხრეთ ნახევარსფეროს.                                                                              




იგივე მოვლენა განაპირობებს დღის ხანგრძლივობის პერიოდულ ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია, და პირიქით.
ასტრონომიაში წელიწადის დროების დასაწყისი განისაზღვრება ცაზე მზის ხილული მოძრაობით.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე გაზაფხულის დასაწყისად მიჩნეულია დროის ის მომენტი, როდესაც მზის ცენტრი ეკლიპტიკაზე მოძრაობისას გადაკვეთს ცის ეკვატორს გაზაფხულის ბუნიობის წერტილში და სამხრეთიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადადის (20 ან 21 მარტი); ამ დროს მთელ დედამიწაზე (პოლუსების არეების გამოკლებით) დღეღამტოლობაა (დღე ტოლია ღამისა); ჩრდილოეთ პოლუსზე იწყება ნახევარი წლის ხანგრძლივობის დღე, სამხრეთ პოლუსზე - ასევე გრძელი ღამე. ეკვატორზე შუადღისას მზე ზენიტში გადის.




ზამთრის დასაწყისში კი (21 ან 22 დეკემბერი) მზე ცის ეკვატორიდან ყველაზე სამხრეთითაა, ზამთრის მზებუდობის წერტილში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ამ დროს უმოკლესი დღეა, სამხრეთ ნახევარსფეროზე - უმოკლესი ღამე. ამ დღეს მზე შუადღისას სამხრეთ ტროპიკზე ზენიტში გადის, შუაღამისას ჰორიზონტს ეხება სამხრეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული დღეა, მზე არ ჩადის), შუადღისას კი - ჩრდილოეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული ღამეა, მზე არ ამოდის). სამხრეთ ნახევარსფეროზე წელიწადის დროის ცვლა ანალოგიურია.
დედამიწის ორბიტის ელიფსურობის გამო დედამიწის სიჩქარე ცვალებადია, ამიტომ ასტრონომიულად წელიწადის დროის ხანგრძლივობაც არათანაბარია. დედამიწას უდიდესი სიჩქარე აქვს პერიჰელიუმში გავლისას (იანვარში), ამიტომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარიუმოკლესია წელიწადის დროებს შორის (89 დღ-ღ), ზაფხული კი უგრძესი (93,6 დღ-ღ).
კლიმატური, სინოპტიკური თუ ფენოლოგიური ნიშნებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საშუალო განედებში 4 წელიწადის დროები (კლიმატური სეზონი) გამოიყოფა.
















Thursday, 27 March 2014

წელიწადის დროები

გაზაფხული  წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრძელდება გაზაფხულის ბუნიობისმომენტიდან (20 ან 21 მარტი) ზაფხულის მზებუდობის მომენტამდე (21 ან 22 ივნისი); ჩვეულებრივ გაზაფხულს უწოდებენ მარტის,აპრილისა და მაისის თვეებს. როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომაა.

დღე დიდდება. დათბება. ხეებზე კვირტები ისკვნება. მიწიდან ბალახი ამოდის. იწყება მცენარეთა ზრდის განახლება.
ზამთარში, თბილ ქვეყნებში გაფრენილი ფრინველები ბრუნდებიან, ბუდეებს იკეთებენ და კვერცხებს დებენ.
ცხოველები მეწყვილეს ეძებენ და შთამომავლობას ამრავლებენ.

ლიტერატურა




ზაფხული












ზაფხული — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივნისი), შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე (23 სექტემბერი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზაფხულს უწოდებენ ივნისისივლისისადა აგვისტოს თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია.
ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება.
მწიფდება ხილი, ივსება თავთავი, ფრინველებს და ცხოველებს ბევრი საკვები უჩნდებათ.

                                    ლიტერატურა[რედაქტირება]







    Monday, 10 March 2014

    vaso muxashvili

    პრაღის გაზაფხული ეწოდება ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ მოვლენებს. "პრაღის გაზაფხული" წარმოადგენდა ამ ქვეყანაში პირველ ცდას, მიეცათ სოციალიზმისათვის ადამიანური სახე. იმ დემოკრატიულ გარდაქმნებს, რომლებსაც ახორციელებდნენ ადგილობრივი რეფორმატორები ალექსანდრე დუბჩეკის მეთაურობით, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განიხილავდნენ, როგორც მუქარას მთელი სოციალისტური ბანაკისადმი. იმის შიშით, რომ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტურიწყობილების დამხობას და მის გამოსვლას ვარშავის ხელშეკრულებიდან უბიძგებდა სხვა სახელმწიფოებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისაკენ, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ინტერნაციონალური დახმარების საფარქვეშ 1968 წლის 21 აგვისტოს შეეყვანა თავისი ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე. 1956 წლის უნგრეთის ცნობილი მოვლენების შემდეგ ეს იყო საბჭოთა კავშირის პირველი ცდა ძალის გამოყენებით ჩაეხშო დემოკრატიული გარდაქმნები სოციალისტური ბანაკის შიგნით. ეს მოვლენები თვითონ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ განვითარებაზე აისახა და საბოლოო ჯამში კაცობრიობის ისტორიაში ბოლო იმპერიის დაშლა გამოიწვია.
    ,,პრაღის გაზაფხულის“ გაკვეთილები დღესაც წარმოადგენს ამ მოვლენებში ჩართული სხვადასხვა ქვეყნების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტს.გაზაფხულო ლამაზო
    ჩემო ჭრელო პეპლებო,
    ჩემო ლურჯო იებო,
    ჩემო ნუშის ხეებო,
    ჩემო ჩიტუნიებო.
    როდის აყვავილდებით,
    ატმებო და ვაშლებო,
    ტყეში მარწყვის საკრეფად
    როდის წავალთ, ბავშვებო?
    ჰა, ზამთარი მიდის და...
    თოვლი დნება ნელ-ნელა.
    აი, თავი ამოჰყო
    ბუჩქის ძირას ენძელამ.
    საწყალ თოვლის ბაბუას
    დავუშინოთ გუნდები;
    გაზაფხულო, ლამაზო,
    მალე დაგვიბრუნდები? 

    ნოდარ დუმბაძე





    Thursday, 6 March 2014

    ვასიკო მუხაშვილი



    დედა შენი ამაგი
    ძნელი მოსახდელია
    ჩემზე ფიქრებში მრავალჯერ
    ღამე გაგთენებია

    როცა ავად გავმხდარვარ
    თვალზე ცრემლი გდენია
    როცა მხიარული ვარ
    პირზე ღიმილი გფენია

    დედა ჩემო ძვირფასო დედა
    როცა მიყურებ სიხარულით ივსები დედა
    მე შენს სიტყვებში სიკეტეს ვხედავ დედა
    თმაში ჭაღარა შეგრევია დედა

    წელიწადის დროსავით იცვლები შენცა
    ბევრჯერ ვიცი გაწყენინე დედა
    მაპატიე რადგან ჯერ პატარა ვარ მეცა

    დედა ბოძივით იდექი მედგრად
    მე შენს სახეზე ნაოჭებს ვხედავ
    იყავ დღგრძელი დიდ ხანს იცოცხლე
    არ დამიბერდე ჩემო ზვირფასო დედა

    ვასიკო მუხაშვილი


    ჩემი ჰობია სწავლა მაგრამ მე არ მიყვარს სწავლა. მე მიყვარს ფეხბურთი მინდოდა კალაძის მაჩზე წასვლა. კიდევ ჩემი ჰობია ველოსიპედზე სიარული 50 კილომეტრს გავდივარ ხოლმე. ჩემი ყველაზე დიდი ჰობია ცურვაა:)