გაზაფხული — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრძელდება გაზაფხულის ბუნიობისმომენტიდან (20 ან 21 მარტი) ზაფხულის მზებუდობის მომენტამდე (21 ან 22 ივნისი); ჩვეულებრივ გაზაფხულს უწოდებენ მარტის,აპრილისა და მაისის თვეებს. როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომაა.
დღე დიდდება. დათბება. ხეებზე კვირტები ისკვნება. მიწიდან ბალახი ამოდის. იწყება მცენარეთა ზრდის განახლება.
ზამთარში, თბილ ქვეყნებში გაფრენილი ფრინველები ბრუნდებიან, ბუდეებს იკეთებენ და კვერცხებს დებენ.
ცხოველები მეწყვილეს ეძებენ და შთამომავლობას ამრავლებენ.
ლიტერატურა
.jpg)
ზაფხული
ზაფხული — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივნისი), შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე (23 სექტემბერი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზაფხულს უწოდებენ ივნისის, ივლისისადა აგვისტოს თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია.
ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება.
მწიფდება ხილი, ივსება თავთავი, ფრინველებს და ცხოველებს ბევრი საკვები უჩნდებათ.


No comments:
Post a Comment