იგივე მოვლენა განაპირობებს დღის ხანგრძლივობის პერიოდულ ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია, და პირიქით.
ასტრონომიაში წელიწადის დროების დასაწყისი განისაზღვრება ცაზე მზის ხილული მოძრაობით.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე გაზაფხულის დასაწყისად მიჩნეულია დროის ის მომენტი, როდესაც მზის ცენტრი ეკლიპტიკაზე მოძრაობისას გადაკვეთს ცის ეკვატორს გაზაფხულის ბუნიობის წერტილში და სამხრეთიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადადის (20 ან 21 მარტი); ამ დროს მთელ დედამიწაზე (პოლუსების არეების გამოკლებით) დღეღამტოლობაა (დღე ტოლია ღამისა); ჩრდილოეთ პოლუსზე იწყება ნახევარი წლის ხანგრძლივობის დღე, სამხრეთ პოლუსზე - ასევე გრძელი ღამე. ეკვატორზე შუადღისას მზე ზენიტში გადის.

ზამთრის დასაწყისში კი (21 ან 22 დეკემბერი) მზე ცის ეკვატორიდან ყველაზე სამხრეთითაა, ზამთრის მზებუდობის წერტილში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ამ დროს უმოკლესი დღეა, სამხრეთ ნახევარსფეროზე - უმოკლესი ღამე. ამ დღეს მზე შუადღისას სამხრეთ ტროპიკზე ზენიტში გადის, შუაღამისას ჰორიზონტს ეხება სამხრეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული დღეა, მზე არ ჩადის), შუადღისას კი - ჩრდილოეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული ღამეა, მზე არ ამოდის). სამხრეთ ნახევარსფეროზე წელიწადის დროის ცვლა ანალოგიურია.
დედამიწის ორბიტის ელიფსურობის გამო დედამიწის სიჩქარე ცვალებადია, ამიტომ ასტრონომიულად წელიწადის დროის ხანგრძლივობაც არათანაბარია. დედამიწას უდიდესი სიჩქარე აქვს პერიჰელიუმში გავლისას (იანვარში), ამიტომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარიუმოკლესია წელიწადის დროებს შორის (89 დღ-ღ), ზაფხული კი უგრძესი (93,6 დღ-ღ).
კლიმატური, სინოპტიკური თუ ფენოლოგიური ნიშნებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საშუალო განედებში 4 წელიწადის დროები (კლიმატური სეზონი) გამოიყოფა.


No comments:
Post a Comment